პავილიონისი: სამწუხაროა იმის დანახვა, როგორ კარგავს საქართველო შესაძლებლობას

ლიეტუვის სეიმის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი სასამართლოს მიერ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და წერს, რომ საქართველო კარგავს ისტორიულ შესაძლებლობას ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

“როგორც ჩანს “ქართული ოცნება” მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია, ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების გასანადგურებლად და დაუშვას ყველა შეცდომა უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვის ნაწილში, ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის შესახებ ისტორიული განხილვის წინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ნაწილში. სამწუხაროა იმის დანახვა, როგორ კარგავს საქართველო შესაძლებლობას”, – წერს პავილიონისი.

banner
წინა სტატიაშიოქრუაშვილი: გვარამიას საქმის მოსამართლემ “იკაცა” და ადვოკატის პირით მუქარანარევი ტონით შემომითვალა “ჩვენც ხალხნი ვართ” და ნუ გაგვაბრაზებსო
შემდეგი სტატიაბურჯანაძე: გამოდით შვილების ხვალინდელი დღის დასაცავად, ქვეყანა ტოტალიტარიზმისკენ მიდის