პატიმრობამისჯილი ლაშა გოგია უქმე დღეებს სუფრასთან ატარებს

რამდენიმე საათის წინ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის გიგა ფარულავას ძმისშვილის ნათლობაზე პატიმრობამისჯილი ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია გამოჩნა. შესაბამის ფოტომასალას ლაშა გოგიას მეუღლე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

პატიმრობამისჯილი ზუგდიდის ყოფილი მერი და ყოფილი ვიცე მერი გია გულორდავა უქმე დღეებს საკუთარ ოჯახებში გაატარებენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, უქმე დღეებში ციხის დატოვების უფლებით სარგებლობენ დაბალი ან საშუალო რისკის მქონე პატიმრები, რომელთა მოსახდელი სასჯელის ვადა ერთ წელს არ აღემატება.

პენიტენცილაური სამსახურის ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, რომ პატიმრობამისჯილმა პირებმა უქმე დღეები სუფრასთან ჭიქა ღვინით ხელში გაატარონ.

ზუგდიდის მერი და ვიცე-მერი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებაზე შარშან დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიგამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი ტატო ღარიბაშვილის გარდა, კიდევ ერთ პირს, გიორგი სოლოღაშვილს წარუდგინეს
შემდეგი სტატიათეოლოგი ვანო შოშიაშვილი ილია მეორეს საბერძნეთის ეკლესიის მეთაურს ადარებს