თეოლოგი ვანო შოშიაშვილი ილია მეორეს საბერძნეთის ეკლესიის მეთაურს ადარებს

გთხოვთ ამ პოსტს განსაკუთრებით პატრიარქის აპოლოგეტები გაეცანით: დაახლოებით 10 თვის წინ საბერძნეთის ეკლესიის სინოდის ერთ-ერთ სხდომაზე განიხილებოდა საკითხი, სას. პირების ხელფასის შესახებ, რადგან მანამდე სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახის კორექტივები იქნა შეტანილი ამ საკითხთან მიმართებით. მოვლენები ისე განვითარდა სინოდის სხდომაზე, რომ ერთ-ერთმა მიტროპოლიტმა ელადის მთავარეპისკოპოსს მატყუარა უწოდა საკმაოდ მრისხანე ტონით. ნუ, მეგონა რომ სამუდამოდ გადაეკიდებიან ერთიმეორეს თქო, მაგრამ ჰოი საოცრებავ, პრინციპში აქ საოცარი არც არაფერია, მაგრამ საქართველოს ეკლესიის რეალობიდან გამომდინარე, ეს მართლაც საოცრებას და ფანტასტიკას ჰგავს. მოკლედ, გადის რამოდენიმე თვე და ეს მიტროპოლიტი აღნიშნავს მისი ანგელოზის დღეს და რას ვხედავ კადრებში? ათენის მთავარეპისკოპოსის “პროტოსინგელოზი”, ანუ რანგით პირველი მღვდელი, წირვაზე თანამსახურობს აღნიშნულ მიტროპოლიტთან და ულოცავს მას დღესასწაულს. ეს იგივეა, რომ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს მეუფე პეტრესთან ერთად ემსახურა ბოლოს განვითარებული მოვლენების შემდეგ და მიელოცა მისთვის ანგელოზის დღე. ამის შემდეგ გადის კიდევ ერთი თვე და ეს მიტროპოლიტი, რომელმაც მატყუარა უწოდა ათენის არქიეპისკოპოსს, ამ უკანასკნელის იურისდიქციის ქვეშ შემავალ ტაძარში აღასრულებს ლიტურგიას ტაძრის დღესასწაულზე, ანუ მეუფე პეტრეს რომ თბილისის ერთ-ერთ ტაძარში აღესრულებინა ლიტურგია.
ჩვენს რეალობაშიც ზუსტად იგივე შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ შედეგები რადიკალურად განსხვავებულია, იცით რომ მიტროპოლიტი პეტრე განაყენეს მღვდელმთავრობიდან.
ახლა კიდევ უფრო სხვა კუთხით შევხედოთ ამ საკითხს: ჩვენ გვასწავლიან, რომ პირადი შეურაცხყოფა უნდა მოვითმინოთ, მაგრამ როგორ იქცევა მისი უწმიდესობა, როდესაც მას პირად შეურაცხყოფას აყენებენ და როგორ იქცევა, როდესაც მის იურისდიქციაში შემავალი სას. პირები, კერძოდ დეკანოზები ანდრია ჯაღმაიძე და შალვა კეკელია მღვდელმთავარს (მეუფე პეტრეს) შეურაცხყოფდნენ? რეაგირება ნული! თუკი მეუფე პეტრე მღვდელმთავრის შეურაცხყოფისთვის განაყენეს, მაშინ რატომ არ გააკეთა პატრიარქმა იგივე, ხსნებულ დეკანოზებთან მიმართებით, მითუმეტეს მას პირადი შეურაცხყოფის დათმენა მართებდა და სხვის შეურაცხყოფაზე რეაგირება! ცალკე აღნიშვნის ღირსია, რამდენად შეიძლება შეურაცხყოფად აღვიქვათ მეუფე პეტრეს სიტყვები. როდესაც მან კათალიკოს პატრიარქზე თქვა, რომ იგი არ არის მწყემსი კეთილი, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა.
P.. თვალები გაახილეთ, ის სულაც არ არის წმიდა ადამიანი, როგორადაც გვიხატავენ მას, მისი აპოლოგეტი კლერიკოსები, თუ საერონი! ის თავის თავზე შეყვარებული ქურუმია, რომელმაც საკუთარი კერპი შექმნა სოციუმში და მოითხოვს ხელშეუხებლობას და პანეგირიკების მიძღვნას!
“კართაგენი” უნდა დაინგრეს-წერს თეოლოგი ვანო შოშიაშვილი

banner
წინა სტატიაშიპატიმრობამისჯილი ლაშა გოგია უქმე დღეებს სუფრასთან ატარებს
შემდეგი სტატია„სილქნეტი“ -ვადასტურებთ, რომ ამ მოძრაობის ფარგლებში, დაიბლოკა კონკრეტული ვებგვერდები