პარტიის რიგით მეოთხე ყრილობაზე დასასწრებად მოსაწვევები პირველ რიგში პარლამენტში დაიგზავნა

კონსულტაციების ძირითადი ფაზა დასრულდა-ირაკლი კობახოძე

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის რიგით მეოთხე ყრილობაზე დასასწრებად მოსაწვევები პირველ რიგში პარლამენტში დაიგზავნა. ამის შესახებ ,,თაიმერს” პარტიიდან აცნობეს.
აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, მოსაწვევები ასევე დაეგზავნათ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარტიებს.
„ პარტიის ყრილობა ძალაშია. 14 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება პარტიის რიგით მეოთხე ყრილობა. რაც შეეხება მოსაწვევების თემას, არ ვიცი, რა საფუძველი აქვს ამ ყველაფერს. რეალურად, მოსაწვევი დაეგზავნა ყველა ადრესატს. პირველ რიგში მოსაწვევები დაიგზავნა პარლამენტში- ჩვენს ფრაქციაში“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის გადაწვტილებით დაზარალებულ ცოლ-ქმარს უკანონოდ ჩამორთმეული გორის საცურაო კომპლექსი დაუბრუნდათ
შემდეგი სტატია“ვცდილობთ შეძლებისდაგვარად კონსტრუქციულები ვიყოთ რუსეთთან”, – გიორგი კვირიკაშვილი