პარტია “გირჩი- მეტი თავისუფლება” მსურველებს თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრას სთავაზობს

პარტია “გირჩი- მეტი თავისუფლება” მსურველებს თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრას სთავაზობს.

ზურა ჯაფარიძე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ კანდიდატებს პარტია დაეხმარება ყველაფრით, რაც საარჩევნო კამპანიის საწარმოებლადაა საჭირო:

“შენ შეგიძლია:

ა) თავად სცადო და იყაროთ კენჭი რომელ მუნიციპალიტეტშიც გინდა
ბ) დაარწმუნო მეგობარი, მეზობელი, ახლობელი, ნაცნობი რომ მან იყაროს კენჭი რომელ მუნიციპალიტეტშიც უნდა
გ) დააორგანიზო შენი ან შენს მიერ შერჩეული კანდიდატის მხარდამჭერები, გაიმარჯვო პარტიულ პრაიმერისში (თუ კონკურენტი გამოგიჩნდათ) და ისე მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში
დ) გახდეთ რომელიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და სცადოთ გავლენა იქონიო რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე
ე) სცადო საკუთარი თავი პოლიტიკაში და შეცვალო ის პოლიტიკური გარემო, რომელზეც შენ და შენს გარშემო მყოფებს გული გერევათ
ჩვენ დაგეხმარებით:

ა) საარჩევნო პროგრამით
ბ) ტრეინინგით
გ) პარტიული ინფრასტრუქტურით (ფბ გვერდი, ფბ ჯგუფები, პორტალი)
დ) ადგილზე ჩამოსვლით და ამომრჩევლებთან კომუნიკაციით
ე) საარჩევნო ადმინისტრაციასთან სამართლებრივი საკითხების მოგვარებით
ვ) მედიაში გაშუქებით (როგორც შევძლებთ)”,-
არცერთი მუნიციპალიტეტისთვის არ გვაქვს წინასწარ შედგენილი პარტიული სია, არავინ იცის წინასწარ ამ სიაში ვინ იქნება და ვინ რომელ ადგილზე იქნება”,- წერია პარტიის განცახდებაში

banner
წინა სტატიაშირეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული პირების ამნისტირებასთან დაკავშირებით, პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინება
შემდეგი სტატიაზუგდიდში, ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული მამა-შვილის სასამართლო მიმდინარეობს