რეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული პირების ამნისტირებასთან დაკავშირებით, პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინება

იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირების ამნისტირებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინება.

პროექტის ინიცირება 28 ივნისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტი შეეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

კანონპროექტში მოცემულია დაჯარიმებულ პირთა სტატისტიკა. ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი. ამნისტია შეეხება 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმას.

banner
წინა სტატიაშიგავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ახალუბნიდან 2 ადგილობრივი გაიტაცეს
შემდეგი სტატიაპარტია “გირჩი- მეტი თავისუფლება” მსურველებს თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრას სთავაზობს