პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გელა ჩარკვიანის ხსოვნას პატივი მიაგეს

რუსთაველის გამზირზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება, გელა ჩარკვიანის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. გელა ჩარკვიანის შესახებ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გიგი უგულავამ ისაუბრა.

“პირველ რიგში, მინდა თითოეული თქვენგანის სახელით მივუსამძიმრო მის ოჯახს, მის მეგობრებს და მთელ ქვეყანას და წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი მის ხსოვნას.

ბატონი გელა იყო ბევრი დამსახურების ადამიანი და მას ბევრი დიდი დამსახურება აქვს ამ ქვეყნის წინაშე. ის იყო მიხეილ სააკაშვილის მასწავლებელი ბავშვობიდან და ბევრს მოგისმენიათ ტელევიზიით ამ ამბების შესახებ, ეს ძალიან მგრძნობიარე დიდი ადამიანის საუბარია დიდ ადამიანზე”,-თქვა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა – სააკაშვილს მიეცემა თუ არა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა, აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიაThe Global Economics-მა თიბისი უზბეკეთი წლის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა