ბოკუჩავა – სააკაშვილს მიეცემა თუ არა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა, აქცია გაიმართება

ეს არის ივანიშვილის მორიგი თამაში – ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ფორმალობა და ფარსია სასამართლო პროცესიც, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც ხვალ დაგეგმილ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

“რეჟიმისგან, რომელიც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს იტაცებს, საათზე მეტი არავისთვის ცნობილი არ არის მისი ადგილსამყოფელი და შემდეგ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის ფონზე, მისი ნების წინააღმდეგ ხდება მისი გადაყვანა დაწესებულებაში, სადაც არ არის მისი ღირსების უფლება დაცული და სადაც ვერ მიიღებს სამედიცინო დახმარებას, ბუნებრივია, ძალიან რთულია რაიმეს პროგნოზირება, რომ რაიმე რაციონალურ ნაბიჯებს ველოდოთ.

შესაბამისად, წინმსწრებად ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, დათანხმდება თუ არა პროკურატურა სასამართლოს მოთხოვნას. თუმცა, ერთი შემიძლია გითხრათ, ეს არანაირი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება პროკურატურის არ იქნება, ეს არის ივანიშვილის მორიგი თამაში, რადგან ყველას ძალიან კარგად გვესმის, ფორმალობა და ფარსია ეს პროცესიც. შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სააკაშვილს მიეცემა თუ არა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა, აქცია გაიმართება. მისი დაკავება მოხდა 1- ელ ოქტომბერს და მას ამ დრომდე არ ჰქონია სასამართლოზე წარდგომის უფლება, რაც არის მძიმე დარღვევა სამართლიანი სასამართლოს პრინციპის, რაც აისახა იმ განცხადებებში, რაც მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიმელია – ღამის თენება არ არის აუცილებელი, პროტესტის გაშლა დილიდან მოხდება მთელ თბილისში
შემდეგი სტატიაპარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გელა ჩარკვიანის ხსოვნას პატივი მიაგეს