პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა დღეს იგეგმება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 11, 2019 10:48

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა დღეს იგეგმება

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა დღეს იგეგმება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული, სადაც სამუშაო ჯგუფში კვოტების გადანაწილებაზე იმსჯელებენ.

სამუშაო ჯგუფი მოსამართლეობის კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობას დაადგენს, იურიდიული საკითხთა კომიტეტი კი, საჯარო სხდომაზე თითოეულ კანდიდატს მოუსმენს. ასევე კანდიდატები დეპუტატთა კითხვებს უპასუხებენ.

პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე ცალ-ცალკე უყრის კენჭს, მათ ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი უნდა დაამტკიცოს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარუდგინა. კანდიდატები არიან: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 11, 2019 10:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


17,693
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics