პარლამენტში საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პროექტის განხილვა გიგა ბუკიასა და თამარ კორძაიას შორის მცირედი შელაპარაკებით დაიწყო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პროექტის განხილვა დეპუტატებს – გიგა ბუკიასა და თამარ კორძაიას შორის მცირედი შელაპარაკებით დაიწყო. კოლეგებმა ერთმანეთს კორექტულობის დაცვა ურჩიეს.

კერძოდ, როგორც კომიტეტის სხდომაზე ”კონსერვატორმა” დეპუტატმა გიგა ბუკიამ განაცხადა, ფრაქცია ”რესპუბლიკელების” თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილმა ”არაკვალიფიურად” მოიხსენია ყველა ის პირი, რომელმაც ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით კითხვები დასვა. ბუკიამ ისიც აღნიშნა, რომ ბერძენიშვილის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში არ წერია ის, რაც ბუკიას თქმით, ნამდვილად წერია.

თამარ კორძაიამ ბუკიას სთხოვა, არ ესაუბრა ბერძენიშვილზე, რადგან ის საკომიტეტო განხილვაში არ მონაწილეობს და კოლეგას კორექტულობისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ბუკიამ კორძაიას მიმართა, ”კორექტულობა საკუთარ ფრაქციაში მოიკითხოს”.

საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი კომიტეტს ვახტანგ ხმალაძემ წარუდგინა. მისი თქმით, აღნიშნული სისტემის მთავარი პრინციპი არის ის, რომ ვერც ერთი საარჩევნო სუბიექტი ვერ მიიღებს იმაზე მეტ საპარლამენტო მანდატს, ვიდრე მას ამომრჩევლის მხარდაჭერა აქვს.

banner
წინა სტატიაშიახალი პრეპარატი, რომელიც 15 სახეობის ვიტამინსა და მინერალს შეიცავს, სოციალურად დაუცველ ბავშვებს უფასოდ დაურიგდებათ
შემდეგი სტატია“გაოცებული ვარ”-გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ კანონპროექტისთვის ვეტოს დადებაზე