“გაოცებული ვარ”-გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ კანონპროექტისთვის ვეტოს დადებაზე

დეპუტატ გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტში რჩება მნიშვნელოვანი არაკონსტიტუციური ფორმულირებები, რაც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ასახული არ არის.
როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს თითქოს ვეტოს ადებს, მაგრამ მთავარი ნორმების შეცვლაზე ის არაფერს ამბობს.
”გაოცებული ვარ. გუშინ პირველი რეაქცია იყო ის, რომ პოზიტიურია ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონზე ვეტოს დადება, მაგრამ მთავარი საკითხი ისევ რჩება – საკონსტიტუციო სასამართლოში კვლავ ერთ მოსამართლეს რჩება ვეტოს გამოყენების უფლება. ეს არის საოცრება და პირდაპირი ძალადობა საკონსტიტუციო სასამართლოზე. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე იქცევა საქართველოს პრეზიდენტი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პროექტის განხილვა გიგა ბუკიასა და თამარ კორძაიას შორის მცირედი შელაპარაკებით დაიწყო
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: დიდი ალბათობით, ვეტოს დავეთანხმებით და მის დაძლევაზე არ ვიზრუნებთ