პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურები განიხილეს

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის თანამდებობაზე თამარ ქალდანისა და ნიკოლოზ ლეგაშვილის კანდიდატურები განიხილეს.

კომიტეტმა ორივე კანდიდატს მოუსმინა. კომიტეტბზე კენჭისყრაზე დეპიტატების უმრავლესობამ თამარ ქალდანის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

საბოლოო კენჭისყრა სესიაზე სავარაუდოდ მომავალ კვირაში გაიმართება.

თამარ ქალდანს უფლებამოსილების ვადა ეწურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. კომისიას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეიქმნა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. კომისიის წევრები არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; კერძოდ: ეკა ბესელია − საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; მზია თოდუა − საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე; ნათია კაციტაძე − საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; გიორგი კლდიაშვილი − ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორი.

კონკურსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე 18 მაისს გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ელჩს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო გააცნო
შემდეგი სტატიაილია მეორე მსოფლიო პატრიარქსა და ყველა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლებს წერილს უგზავნის