პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს, მამუკა ხაზარაძე ,,ლელოს’’ სხვა ლიდერებთან ერთად, საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა

,,20 ივნისის მოვლენების შემდეგ, საზოგადოების პროტესტის შედეგად, ხელისუფლებისგან მივიღეთ დაპირება საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ.
ბოლო სამი დღეა, ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს ამ საკითხის სხვადასხვანაირად ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით. ეს სპექტაკლი ბიძინა ივანიშვილის მიერაა დადგმული და შეიცავს სრულ ფარსს. ყოველაფერი ეს ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და რაც მთავარია, ისევ და ისევ გამოსავლის პოვნის მცდელობას, თუ როგორ შეინარჩუნოს ,,ქართულმა ოცნებამ’’ ძალაუფლება.
მოგიწოდებთ – შეეშვით ამ სპექტაკლს, რომელიც, როგორც ჩანს, მრავალსერიანია. მიიღეთ გადაწყვეტილება, რასაც დაპირდით ქართულ საზოგადოებას. ნუ ეთამაშებით ცეცხლს, რადგან ყველაფერი ეს შეიძლება დამთავრდეს ძალიან ცუდად. პირველ რიგში, თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ქვეყანაში შეიძლება შეჩერდეს დემოკრატიული პროცესების განვითარება და მივიღოთ სერიოზული ქაოსი. არამარტო პოლიტიკური, არამედ სხვა ქაოსიც.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ მოგიწოდებთ, მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ჩვენი ქვეყნის მომავალს, დემოკრატიულ განვითარებას და შეასრულოთ ის დაპირება, რომელიც დიდი ძალისხმევის, პროტესტისა და ადამიანების ჯანმრთელობისა ფასად იქნა მოპოვებული’’ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჩხენკელი : კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე
შემდეგი სტატიაუმძიმესი პროცესები დაიწყება ქუჩაში