პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით 8-ის წინააღმდეგ “საარჩევნო კოდექსი” დაამტკიცა.

ცვლილება საარჩევნო ოლქების დაყოფას და მაჟორიტარი დეპუტატების არჩევისთვის 50%-იანი ბარიერის დაწესებას ეხება.

თბილისში, 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. ასევე, საქართველოს დანარჩენ რაიონებში, მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან პირიქით, გაყოფის გზით, 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.

გარდა ამისა, პროექტით, 13 მუნიციპალიტეტის – საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ხაშურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტების საზღვრები თანხვედრაში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებთან იქნება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ინტერპოლით ძებნილის ექსტრადიცია განახორციელა
შემდეგი სტატიაზვიად ქორიძე: ბუნებრივია კონკრეტულ ფაქტებზე, სახელებსა და გვარებზე ვისაუბრეთ