პარლამენტის შენობის წინ აქცია გრძელდება

დღეს ვნახავთ, რომელ პარტიას სტკივა გული საქართველოზე,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ განუცხადა. მისი თქმით, უკავშირდებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ პარტიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

პარლამენტის შენობის წინ აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აქციაზე ამ დრომდე არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ გამოჩენილა. ადგილზე მხოლოდ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, პაატა ბურჭულაძე მივიდა, რომელიც მოქალაქეებს პარლამენტის შენობის წინ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა რამე ექსცესს ადგილი არ ჰქონია.

banner
წინა სტატიაშიმეიმ გაეროს ტრიბუნიდან რუსეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიააფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 25 წლისთავზე საქართველოს პარლამენტში ორი გამოფენა მოეწყო