მეიმ გაეროს ტრიბუნიდან რუსეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთს საერთაშორისო ნორმების “უცერემონიო” დარღვევაში დასდო ბრალი- კერძოდ, საუბარია სუვერენული ტერიტორიების მითვისებასა და ბრიტანეთის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებაზე – ამის შესახებ მან ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.

დოჩიე ველეს ინფორმაციით, მეიმ ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის სოლსბერიში მოწავლის გამო პასუხისმგებლობა რუსულ სპეცსამსახურებს დააკისრა და მათ მოქმედებას “გულისამრევი” უწოდა .

მანამდე, Bellingcat-მა და The Inside-მა გამოაქვეყნეს, რომ რუსლან ბოშიროვის ნამდვილი სახელი, რომელსაც ბრალი ედება ბრიტანეთის სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლაში, ანატოლი ჩეპიგაა.

გამოცემების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ანატოლი ჩეგიპა გრუ-ს პოლკოვნიკია. ის 1979 წლის 5 აპრილს ამურის რაიონის სოფელ ნიკოლაევკაში დაიბადა, წარმატებით დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი და გენშტაბის მთავარ სამმართველოში განაგრძო სამსახური. ის სამჯერ იყო ჩეჩნეთში. ქვედანაყოფი, რომელშიც ის მსახურობდა, ასევე, 2014 წელს უკრაინის საზღვართან იყო შემჩნეული.

იმავე წელს რუსეთის პრეზიდენტმა მას “სამშვიდობო მისიის შესრულებისთვის” “რუსეთის გმირის” წოდება მიანიჭა. ჩეგიპამ მოსკოვში გენერალური სამმართველოს აკადემია დაამთავრა.

მოსკოვი სოლსბერიში მომხდარ ინციდენტთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა ქიმიური იარაღის გამოყენებაზე სანქციების ახალი რეჟიმი მიიღო
შემდეგი სტატიაპარლამენტის შენობის წინ აქცია გრძელდება