“პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნა პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა”

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნა პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა.

“დღეს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. ამის შემდეგ სწორედ პრეზიდენტის განსასაზღვრია პირველი სხდომის თარიღი – ამაზე გადაწყვეტილება პრეზიდენტის პრეროგატივაა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: უსუფაშვილი იყო საუკეთესო პარლამენტის თავმჯდომარე
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: პარლამენტში და პარლამენტის გარეთაც იქნება აქტიური საქმიანობა, რომელშიც ჩართული ვიქნები