დავით უსუფაშვილი: პარლამენტში და პარლამენტის გარეთაც იქნება აქტიური საქმიანობა, რომელშიც ჩართული ვიქნები

პარლამენტში და პარლამენტის გარეთაც იქნება აქტიური საქმიანობა, რომელშიც მეც ვიქნები ჩართული და ბევრი ჩემი კოლეგა რომლებიც ხვალ ზეგ დატოვებენ პარლამენტს, – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის ყველაფერი მზად არის.

„როცა რაიმე საქმეს ვიწყებთ პირველად ყველა გამოუცდელი ვართ. ოთხი წლის წინ მე პირველად შემოვედი ამ შენობაში პარლამენტის წევრის სტატუსით და თხუთმეტ წუთში პარლამენტის თავმჯდომარე გავხდი. მეც გამოუცდელი ვიყავი, თუ რამე შევძელი ეს შევძელი არა მარტო მე, არამედ ყველამ ერთად. პარლამენტი არის კოლეგიალური და მრავალპარტიული ორგანო. პარლამენტის აპარატში არის ძალიან ბევრი ხალხი, რომელთაც აქვთ უნიკალური გამოცდილება და ყველაფერი ეს მომავალ პარლამენტს მისცემს საშუალებას, რომ სათანადოდ გაუძღვნენ საქმეებს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნა პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა”
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ნარჩემაშვილი მილიციელია თავის არსით და წარსულით