პარლამენტის მიმდებარედ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს

პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილი აქციის წევრების დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყვანეს.

აქციის წევრების მისამართით წყლის ჭავლიც გამოიყენეს.

პარლამენტის შენობასთან, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის წევრები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. აქციის წევრების მიზანი იყო ასევე, რომ დღეს დანიშნული პლენარული სხდომა ჩაეშალათ და უმრავლესობის დეპუტატებისთვის მუშაობის საშუალება მანამ არ მიეცათ, სანამ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ. ახლა ყველა შესასვლელი სპეცრაზმს აქვს დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს-დაკავებულია 28 პირი
შემდეგი სტატიასპეცრაზმი მობილიზებული იყო როგორც ჭიჭინაძის, ისე ჩიტაძის ქუჩების მხრიდან