პარიზში დაუნის სინდრომის მქონეები კაფეში იმუშავებენ

Joyeux-ი ისეთივე იქნებოდა, როგორიც სხვა კაფეები პარიზში, რომ არა ერთით მეტი ქრომოსომა, რომელიც კაფეში დასაქმებულ მზარეულებს და მიმტანებს აქვთ. Joyeux ყავის კაფე ერთადერთია ქალაქში, სადაც მხოლოდ დაუნის სინდრომის, აუტიზმისა და სხვა კოგნიტური დარღვევების მქონე პირები მუშაობენ. კაფე გუშინ გაიხსნა და მას საფრანგეთის პირველი ლედი დაესწარო.
ჩარლი, რომელიც მზარეულად მუშაობს, ამბობს, რომ მისი ოცნება ახდა, ის წლების მანძილზე ოცნებობდა ნამდვილ რესტორანში ემუშავა – “მართლა ბედნიერი ვარ. სულ მინდოდა მზარეული ვყოფილიყავი, ისეთი მომაბეზრებელი იყო რესტორნებში მხოლოდ ჭურჭლის მრეცხავად მუშაობა” – თქვა 36 წლის ჩარლიმ thelocal-თან საუბარში. 20 წლის მატილდამ, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს, თქვა, რომ კაფე მას ეხმარება თავისი შესაძლებლობების გამოვლენაში: “ადრე ვმუშაობდი რესტორანში, საჭმელებს ვაკეთებდი, ახლა აქ მოლარე ვარ”, ამბობს მატილდა.
საფრანგეთში რესტორანი, სადაც მხოლოდ დაუნის სინდრომის მქონე პირები მუშაობდნენ, 2016 წლის ოქტომბერში ნანტში გაიხსნა.
Joyeux-ი პარიზის ცენტრში მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშიდაბეჭდილი ორგანოები: 3D პრინტერით როგორ აკეთებენ ყურებს, კანს, ცხვირს და სხვა
შემდეგი სტატიაორ დაკავებულ ქართველს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება