ორ დაკავებულ ქართველს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევის შესახებ ბრალი წაუყენეს საქართველოს ორ მოქალაქეს – ამის შესახებ თვითგამოცახდებული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა დღეს განაცხადა. როგორც გუშინ “თაიმერი” “კავკაზსკი უზელზე” დაყრდნობით ავრცელებდა, 22 მარტს ე.წ. სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე იოსებ გუნდიშვილი და დავით გერკეული “სახელმწიფოს საზღვრის დარღვევის ბრალდებით” დააკავეს. ისინი გორის რაიონის სოფლების ახალსოფელისა და აძვის მკვიდრები არიან. სეპარატისტული ოფიციოზის განცხადებით, მიმდინარე მომენტში მიმდინარეობს დაკავებულების საქმის სასამართლოსთვის გადაცემის პროცესი.

როგორც “კავკაზსკი უზელი” წერს, არსებობს ეჭვი, რომ საქართველოს მოქალაქეები საქართველოს მიერ კოტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიპარიზში დაუნის სინდრომის მქონეები კაფეში იმუშავებენ
შემდეგი სტატიაპორტონ-დაუნის ხელმძღვანელი: “ნოვიჩოკის” ბრიტანეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის შანსი არ არსებობს