ფარდა აეხადა “ქართული ოცნების” ცილისწამებას და მიცვალებულის სახელით სპეკულირებას – ოთარ კახიძე ჟვანიას საქმეზე

ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტის ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ ნაციონალურ მოძრაობაში.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ამით უნდა დასრულდეს სპეკულაციები ყოფილი პრემიერის გარდაცვალების თემაზე.

„კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა ქართული ოცნების ცილისწამებას და მიცვალებულის სახელით სპეკულირებას. დადგინდა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ექსპერტი ლევან ჩაჩუა იყო უდანაშაულო და მას როგორი დასკვნაც ჰქონდა შედგენილი და როგორი ექსპერტიზაც ჰქონდა ჩატარებული, ეს იყო სწორი”.

“ივანიშვილის მართლმსაჯულების სისტემამაც კი ვერ მოახერხა სიმართლეს დაპირისპირებოდა და იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უსაფუძვლოდ და სამარცხვინოდ სპეკულირებდა ყოფილი პრემიერმინისტრის გარდაცვალებით,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო შემოწირულობისთვის რამდენიმე პირი დააჯარიმეს
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი სამართალდამცავებს ჭიათურის მაღაროში მომხდარ შემთხვევაზე სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს