ფარავნის ტბაში მოზარდი დაიხრჩო

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბაში 17 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო. ინფორმაციას რადიო „ნორი“ ავრცელებს. მათი ცნობით, შემთხვევა გუშინ, 2 ივლისს საღამოს 23 საათისთვის მოხდა.

ახალგაზრდა ტბაში საცურაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

ცხედარი ტბიდან მაშველებმა გამოიყვანეს. არასრულწლოვანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას მკვიდრია.

banner
წინა სტატიაშიჯანმო – კორონავირუსის დელტა ვარიანტი ძალიან საშიშია და ის მუტაციას განაგრძობს
შემდეგი სტატია22-ე ბატალიონმა GDRP-ის შემდგომ შენარჩუნების ფაზაში ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ჩაატარა