ჯანმო – კორონავირუსის დელტა ვარიანტი ძალიან საშიშია და ის მუტაციას განაგრძობს

ჯანმოს დირექტორი

კორონავირუსის დელტა ვარიანტი ძალიან საშიშია და ის მუტაციას განაგრძობს – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს გებრეიესუსის საუბრობს. მისი თქმით, ახალი შტამი, რომელიც ასევე ინდური შტამის სახელით არის ცნობილი, სწრაფად ვრცელდება და მალე, შესაძლოა, საავადმყოფოები ისევ გადაივსოს.

„იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია წარმატებით არ მიმდინარეობს, საავადმყოფოების გადავსების სცენები ისევ ნორმად იქცევა. ამიტომ, პანდემიის შეჩერების საუკეთესო გზა სწორედ აცრებია.

ამით გადავარჩენთ სიცოცხლეებს და მსოფლიო ეკონომიკაც გაუმჯობესდება“, – აცხადებს ტედროს ადანომ გებრეიესუსი.

banner
წინა სტატიაშირეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი გასვლით შეხვედრებს განაგრძობს
შემდეგი სტატიაფარავნის ტბაში მოზარდი დაიხრჩო