პაპუაშვილის „იფსოსა“ და „მთავარი არხზე“: ისინი ერთად აყალბებდნენ შედეგებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „იფსოსი“ და „მთავარი არხი“ არათუ ერთმანეთისგან გამიჯნული კომპნიაა, არამედ ისინი სისტემატურად ერთად აყალბებდნენ შედეგებს და გადაბრალება კიდევ უფრო დიდი სკანდალია.

ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იცით თქვენ, რომ ზუგდიდში, განსხვავებულმა მონაცემებმა გაყიდა ის, რომ ეს გაყალბების კვალი ბოლომდე ვერ იქნა წაშლილი. სწორედ ამან მოგვცა მინიშნება იმაზე, რომ გაყალბებას ჰქონდა ადგილი. დღეს ვნახეთ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის გამოხმაურება, რომელიც ცდილობს გადააბრალოს ეს კომპანია „იფსოს“. სინამდვილეში საქმე არის შემდეგში – ეს არათუ ერთმანეთისგან გამიჯნული ორი კომპანიაა, სინამდვილეში უკვე სისტემატურად ხდება გაყალბება და ეს გვაქვს სახეზე ყოველ ჯერზე, იმ დროიდან მოყოლებული როცა „იფსოსი“ საქართველოშია. შესაბამისად, ეს არის შეთანხმებული მოქმედება და გადაბრალება კიდევ უფრო მეტად დიდი სკანდალია, როცა „მთავარი არხი“ ცდილობს ეს „იფსოს“ გადააბრალოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე: თუ რაღაც დაშვებას ვაკეთებთ, მას მინიმუმ რაღაც მტკიცებულება უნდა ახლდეს თან
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი ამბობს, რომ პრემიერმა შიმშილობის უფლება იგულისხმა და არა ადამიანის თვითმკვლელობის