პაპუაშვილი – რუსთაველზე მყოფ ხალხს კანცელარიისკენ წასვლისკენ მოუწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებმა, რაც იყო პირდაპირი წაქეზება ძალადობისკენ

არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებმა რუსთაველზე მყოფ ხალხს კანცელარიისკენ წასვლისკენ მოუწოდა, რაც იყო პირდაპირი წაქეზება ძალადობისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელსაც 16-17 აპრილს გამართულ აქციებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

პაპუაშვილის თქმით, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოელი აქტორის მიერ ფინანსდებიან.

„არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ აქციის ორგანიზატორები და გახსოვთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებმა რუსთაველზე მყოფ ხალხს კანცელარიისკენ წასვლისკენ მოუწოდეს, რაც იყო პირდაპირი წაქეზება ძალადობისკენ. ეს იყო პირდაპირი წაქეზება იმისა, რომ ყოფილიყო ძალადობის პროვოცირება. ასე რომ, ეს უპასუხისმგებლობაც არის „ენჯეოების“ მხრიდან, რომლებიც რამდენიმე უცხოელი აქტორისგან ფინანსდებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – ევროპარლამენტართა ზოგიერთი ჯფუფისგან გუშინ გავიგეთ, თურმე ევროპული ღირებულება ყოფილა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, პოლიციელზე თავდასხმა
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – უცხოელების მხრიდან თავდასხმები ქართულ პოლიციაზე, სახელმწიფოზე არის იდეოლოგიური წაქეზება იმ ძალადობისა, რომელსაც შემდეგ ვხედავთ ხოლმე პოლიციის მიმართ