პაპუაშვილი – ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საამაყო ელჩია მსოფლიოში

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

„საქართველოს ეროვნულ სიამაყეს, ჭადრაკის ლეგენდას, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს ვულოცავ დაბადების დღეს!

ნონა გაფრინდაშვილის უნიკალური ნიჭი, შესაძლებლობები და უპრეცედენტო მიღწევები უკვე ათწლეულებია, შთაგონების წყაროა არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოჭადრაკეებისთვის. ის მსოფლიოში პირველი ქალი იყო, რომელმაც დიდოსტატის წოდება მიიღო. ქალბატონი ნონა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საამაყო ელჩია მსოფლიოში.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ ქალბატონ ნონას დაბადების დღეს, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და წარმატებებს ვუსურვებ!“- წერს შალვა პაპუაშვილი ფეისბუქში.

წინა სტატიაშირუსული მედია – ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საპასუხო სანქციების შესახებ
შემდეგი სტატიათიბისის ბიზნეს მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დასახელდა