პაპუაშვილი – ხალხის წარმომადგენელი არის პარლამენტი, ვხედავთ ზოგიერთი რადიკალისგან, მათ შორის უცხოელი აქტორებისგან, პარლამენტს უფლებამოსილების შესრულება აუკრძალონ

ჩვენ გუშინკიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ არის მცდელობა, დაიბლოკოს მსჯელობა, არის სურვილი, რომ ყვირილით ჩაახშონ მსჯელობა, დოგმატიზმის ყველაზე ცხადი მაგალითია ეს, არგუმენტი არის ერთადერთი, უცხოეთიდან გვითხრეს არა მიიღოთო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს ქართული კანონები.

„გუშინ „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობდა, პლებისციტი ჩავატაროთო, ანუ რა გამოდის, თუ პლებისციტით ხალხი მიემხრობა, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, რას ეუბნებიან უცხოეთიდან? მაშინ ეს არ ყოფილა ამოსავალი წერტილი. მე ის მიკვირს, როცა პარლამენტის წევრები ასეთ დამოკიდებულებაში არიან საკუთარ მანდატთან, ისინი არიან ხალხის წარმომადგენლები. ხალხის წარმომადგენელი არის საქართველოს პარლამენტი. დღეს რასაც ვხედავთ ზოგიერთი რადიკალი ჯგუფებიდან, მათ შორის უცხოელი აქტორებისგან, ეს არის, რომ აუკრძალო პარლამენტს, შეასრულოს თავისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. პარლამენტი ხალხმა აირჩია, რომ მიიღოს ქართული კანონები. როცა უკრძალავენ მას და არგუმენტების გარეშე მიუთითებენ, რა მიიღოს და რა არა, ეს არ არის სწორი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა – 12-წლიანი მმართველობის ბოლოს ივანიშვილი ევროპული მომავლის დაცვისთვის ახალგაზრდებს უპირისპირდება
შემდეგი სტატიაგუშინ ვიხილეთ, ნიკა გვარამია როგორ აგინებდა პოლიციელს, ეს თუ არის დეპოლარიზაცია, ამაზეც გააკეთონ განცხადება – პაპუაშვილი