პაპუაშვილი – „ჰავანის სინდრომთან“ დაკავშირებით ამერიკის მხრიდან მოვისმინეთ პასუხი, რომ ეს არის სისულელე, ამიტომ ამ სპეკულაციაში ვერ შევალ

„ჰავანის სინდრომთან“ დაკავშირებით ამერიკის მხრიდან მოვისმინეთ პასუხი, რომ ეს არის სისულელე, ამიტომ ამ სპეკულაციაში ვერ შევალ, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას, რომელიც „ჰავანის სინდრომთან“ დაკავშირებით საერთაშორისო ჟურნალისტური ქსელის გამოძიების შედეგებს ეხებოდა.

კერძოდ, პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, – „გამოძიების თანახმად, კელი დეგნანის ელჩობის დროს მოიწამლა საელჩოს თანამშრომელი, რომელიც მართლმსაჯულებაზე მუშაობდა და ამის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი. რატომ დუმდა საელჩო და დუმს ამ დრომდე“.

„არათუ საელჩო, ამასთან დაკავშირებით გუშინ მოისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრესმდივნის პასუხი, რომ ეს არის სისულელე და არანაირი ასეთი მოსაზრება, დასკვნა არ აქვს არათუ ამერიკის სახელმწიფოს, არამედ სახელმწიფოს სპეციალურ უწყებებს, რომლებიც ამ საკითხებზე არიან პასუხისმგებელი. ამიტომ ამ სპეკულაციაში ვერ შევალ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი სიებში გენდერული კვოტირების გაუქმებაზე – მიკვირს პარტიების რეაქცია, ვინმე უკრძალავს შიგნით რაიმე კვოტის დაწესებას?
შემდეგი სტატიაირანის პრეზიდენტი – დამასკოში საკონსულოზე მხდლური თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება