პაატა სალია – ნიკა გვარამიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე ექვსი დღით ადრე, „კურიერის“ ყველა სიუჟეტი 200 ათას ლარში გაუქვითა „ინტერმედიას“

region
ავტ.: region აგვისტო 12, 2019 15:36

პაატა სალია – ნიკა გვარამიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე ექვსი დღით ადრე, „კურიერის“ ყველა სიუჟეტი 200 ათას ლარში გაუქვითა „ინტერმედიას“

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე ექვსი დღით ადრე, გააფორმა ხელშეკრულება გარკვეული ტექნიკის შეძენაზე და 200 ათას ლარში გაუქვითა მთელი საარქივო მასალა, „კურიერის“ ყველა სიუჟეტი 1994 წლიდან 2019 წლამდე, რაც მთავარია, ამ მასალის სხვაგან გამოყენების, გასხვისების უფლებით, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, არქივი არის ტელეკომპანიის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ექვსი დღით ადრე მინიმალურ ფასში, რაღაც კაპიკებში ხდება გაქვითვა.

“ამ ფასში ხდება უნიკალური საარქივო მასალის გაქვითა, რომელიც იყო მხოლოდ კურიერის საკუთრება. დღეს, ეს არ არის „რუსთავი 2“-ის საკუთრება, ამაზე უფლება აქვს სხვა კომპანიასაც. საყურადღებოა, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი მეწილე, საუბარია „ინტერმედიაზე“, მოიაზრება ახალი ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად. ძალიან საინტერესოა, რატომ დადო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ამგვარი ხელშეკრულება, რომლითაც ფაქტობრივად გადასცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი მესამე პირს, რომელშიც, ამ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე სავარაუდოდ, მისი ინტერესიც იკვეთება“, – განაცხადა სალიამ.

region
ავტ.: region აგვისტო 12, 2019 15:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics