პაატა მანჯგალაძე – თუ ნიკა მელია გათავისუფლდება, ეს დამატებით სივრცეს გააჩენს მოლაპარაკებისთვის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ ნიკა მელია გათავისუფლდება, ეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ძალიან წაადგება.

მანჯგალაძე იმედოვნებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფოებრივი აზროვნება ეყოფა და მელიას გაათავისუფლებს.

„ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში პოზიტიური მოლოდინის ქონა უმადური საქმე იქნება. სურვილი მაქვს „ქართულ ოცნებას” ეყოს სახელმწიფოებრივი აზროვნება, აიღოს პასუხისმგებლობა და გაათავისუფლოს მელია. თუ ნიკა მელია გათავისუფლდება, ეს ძალიან წაადგება მოლაპარაკების პროცესს და დამატებით სივრცეს გააჩენს მილაპარაკებისთვის.

კომპრომისი ვერ მოხდება ვადამდელი არჩევნების საკითხთან დაკავშირებით, ნიკა მელია სწორედ ამიტომ ზის. თუ ხელისუფლებას წავახალისებთ, რომ ვინმეს მძევლად აიყვანენ და იმის გამოხსნისთვის რაღაცას გავცვლით, ეს იქნება ხელისუფლების წახალისება. ამას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გავითვალისწინოთ “ქართული ოცნების”, მოთხოვნები, რაც 5-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით აქვს”,- განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკონდახაშვილი – ნიკა მელიას პატიმრობა უნდა შეწყდეს
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა – ეს იყო ტექნიკური გადაწყვეტილება, რაც დღეს მოსამართლემ მელიას სასამართლო დარბაზში დაბრუნებაზე მიიღო