„გაკვირვებული ვარ, როდესაც „ქართული ოცნება“ საუბრობს დეზინფორმაციაზე, რომლის დეზინფორმაციის გამო ფეისბუქმა მათი ფეისბუქ ანგარიშები დაბლოკა. „ქართულ ოცნებასთან“ და მის სტრატკომთან დაკავშირებული 80 ანგარიში დაბლოკა ფეისბუქმა და ეს ხალხი ლაპარაკობს, რომ თურმე დეზინფორმაციას ებრძვიან.
იმ მასშტაბს მიაღწია „ქართული ოცნების“ დეზინფორმაციამ, რომ ცხრა პირობიდან ერთ-ერთ პირობად დეზინფორმაციასთან ბრძოლა ჩაგვიწერეს“, – განაცხადა „რეფორმების“ ჯგუფის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილის მიერ პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2024 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ.
მისი თქმით, მიუხედავად ანგარიშში მოყვანილი მიღებული კანონების სტატისტიკასა ხელისუფლების საქმიანობა იზომება კმაყოფილი ადამიანების რაოდენობით.
„622 კანონის მიღება უნდა აჩვენებდეს იმას, თუ რა სარგებელი ნახეს საქართველოს მოქალაქეებმა ამით. ჩვენ გეუბნებით, რომ რამდენი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შექმნა ამ ინიციატივებმა ამით უნდა გავზომოთ. ჩვენ ვამბობთ, რომ რამდენი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, ამით უნდა გავზომოთ. ჩვენ ვამბოთ, რომ ამ ინიციატივებით როგორი საინვესტიციო გარემო შექმენით და რამდენი უცხოური კომპანია შემოიყვანეთ, რომელმაც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნა ამით უნდა გავზომოთ და რამდენი ოჯახი არის ამ ყველაფრით კმაყოფილი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.