პაატა მანჯგალაძე – გვიპასუხოს ივანიშვილის პარტიამ, ვისი ოცნება არის საქართველო ქართველების გარეშე

“თუ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა რატომ გარბის საქართველოს მოქალაქე საქართველოდან?” – ამ კითხვით “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდს მიმართავს

როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს ივანიშვილის პარტია უკვე რამდენიმე კვირაა ხალხის საჭიროებებზე პასუხს გაურბის და თავს არიდებს

“უკვე რამდენიმე კვირაა ვუყურებ ივანიშვილის პარტიისა და მისი პროპაგანდის ერთგვარ წვალებას, როგორმე ხალხის საჭიროებებიდან ცრუ საფრთხეებზე გადაიტანონ ხალხის ყურადღება.

თუნდაც დღეს, ბევრ საკითხზე ისაუბრა მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ მაგრამ ისინი ვერ პასუხობენ ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვაშაძის მიერ დასმულ მთავარ კითხვას, რაც ხალხს აინტერესებს, რატომ არის სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასები საქართველოში, თუნდაც სომხეთთან შედარებით, რომელსაც საქართველოს გავლით მიეწოდება აღნიშნული პროდუქტები და თუ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა რატომ გარბის საქართველოს მოქალაქე საქართველოდან?

გვიპასუხოს ივანიშვილის პარტიამ, ვისი ოცნება არის საქართველო ქართველების გარეშე” – განაცხადა მანჯგალაძემ

banner
წინა სტატიაშიზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა მაისში გაიხსნება
შემდეგი სტატიაLion Development თბილისში მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს