პაატა იმნაძე : კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის ანტიგენზე დამყარებული ტესტები, „პისიარ“ ტესტის მსგავსი პროტოკოლით იქნება გამოყენებული

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 23, 2020 12:46

პაატა იმნაძე : კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის ანტიგენზე დამყარებული ტესტები, „პისიარ“ ტესტის მსგავსი პროტოკოლით იქნება გამოყენებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის ანტიგენტზე დამყარებული ტესტის გამოყენება მოხდება ისეთივე პროტოკოლით, როგორც „პისიარ“ ტესტით.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, მსოფლიოში ორი ანტიგენზე დამყარებული ტესტია, რომელიც გამოიყენება კორონავირისის დიაგნოსტირებისთვის და აქედან ერთ-ერთი საქართველოშიც არის.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწრაფი ტესტები, ეს არის არა ყველანაირი სწრაფი ტესტები, არამედ ეხება მხოლოდ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომელიც ზუსტად ისევე კეთდება, როგორც „პისიარ“ ტესტი, ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლოდროინდელი რეკომენდაციები, ასევე ეს არის ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული, მათი გამოყენება დიაგნოსტიკისთვის მოხდება ისეთივე პროტოკოლით, როგორც ხდება დიაგნოსტიკისთვის პეჯეერის გამოყენება. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის აღება ხდება ისევე, როგორც „პისიარ“ ტესტის, ცხვირიდან იღება ნაცხი და არა თითიდან სისხლი, ეს რომ კარგად გაიგოს მოსახლეობამ, ესეც კეთდება სამედიცინო დაწესებულებებში. ამას აღარ ჭირდება „პისიარი“ დადასტურება, ეს უკვე შესულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში. ეს ტესტები ჩვენ გვაქვს, ახლა მარაგი არის დაახლოებით 150 ათასამდე და კიდევ ნახევარი მილიონი შეკვეთლი. სრულად არ გადავალთ ახალ ტესტებზე. მას ექნება ისეთივე დიაგნოსტიკური ღირებულება, როგორიც აქვს ჩვეულებრივ ჯაჭვურ რეაქციას და იმისდა მიხედვით, როგორი იქნება სიტუაცია, ისიც გამოიყენება და ისიც. ეს იქნება დამხმარე პეჯეერისთვის ისეთ ადგილებში, სადაც მოსახერხებელი იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ ასევე ისაუბრა პირბადის ტარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ამ საკითხს.

„ეს არის კვლევებით დადასტურებული, რომ 90 პროცენტზე მეტს ჩვენი მოსახლეობის თუ ექნება პირბადე სწორად გაკეთებული, 70 პროცენტით შემცირდება ის ციფრები, რა პროგნოზებიც გვაქვს ჩვენ. სხვათა შორის, ამავე კვლევაში ისიც ჩანს, რომ ვისაც პირბადე სწორად უკეთია, ის დისტანციასაც კარგად იცავს. ეს არის კვლევებზე დამყარებული“, – განაცხადა იმნაძემ.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 23, 2020 12:46