ეკატერინე ტიკარაძე : „უსაფრთხო ქვეყნების“ სია ცვლადი კომპონენტია, შეიძლება, კვლავ ამოღებული ვიყოთ იმ რისკქვეყნების სიიდან, რომელშიც დღეს ან გუშინ ვიყავით

ეს არის ცვლადი კომპონენტი, შეიძლება კვლავ ამოღებული ვიყოთ იმ რისკქვეყნებიდან, რომელშიც ჩვენ დღეს ან გუშინ ვიყავით შეყვანილი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განცხადებით, ევროკავშირის მიერ საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნების“ სიიდან ამოღების საკთხზე კომენტირებისას აღნიშნა.

„საქართველოს მოქალაქეს შეეზღუდება თუ არა მოგზაურობა, ამას კვლავ ევროკავშირი გადაწყვეტს. ჩვენ თუ დღევანდელი ჭრილით განვიხილავთ იმ მდგომარეობას, რაც ევროკავშირშია, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი ევროპული სახელმწიფო დღეს ლოქდაუნზე საუბრობს, აქედან გამომდინარე, მე ამ გადაწყვეტილებას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებდი. ეს არის ცვლადი კომპონენტი, შეიძლება კვლავ ამოღებული ვიყოთ იმ რისკქვეყნებიდან, რომელშიც ჩვენ დღეს ან გუშინ ვიყავით შეყვანილი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველო, ტუნისი და კანადა ევროკავშირის „უსაფრთხო ქვეყნების“ სიიდან ამოიღეს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციით, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის უფლება დროებით უნდა შეეზღუდოთ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : კორონავირუსის შემთხვევებთან დაკავშირებით პროგნოზი დამოკიდებულია ჩვენი 3 700 000 მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებებზე
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე : კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის ანტიგენზე დამყარებული ტესტები, „პისიარ“ ტესტის მსგავსი პროტოკოლით იქნება გამოყენებული