პაატა ბურჭულაძე: მთავრობამ უმოქმედობით თუ ქმედებით საერთოდ შეაფერხა უვიზო მიმოსვლის საკითხი

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ განცხადებით საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არათანმიმდევრული და არაეფექტურია. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიღების გაჭიანურება, მთავრობის არაეფექტური საგარეო პოლიტიკის შედეგია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ მოხდა ევროპის შესაბამის სტრუქტურებში ლობისტურ წრეებთან კოორდინაცია და მუშაობა.
მთავრობის ცალკეული წარმომადგენლების ნეგატიური დამოკიდებულება ევროინტეგრაციისადმი, მედიის თავისუფლების ხელშეუხებლობის დარღვევა და რიგი საკითხები სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენდა ჩვენს ევროპელ პარტნიორებში.

მოძრაობის „ სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის განცხადებით, „მთავარი ამოცანაა ხალხსა და უცხოელ პარტნიორებში ქართული სახელმწიფოსადმი რწმენის აღდგენა. ჩვენი გუნდი დიდი ხნის წინ აფრთხილებდა ხელისუფლებას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რომელიც არათუ შეეცადა ბოლომდე მიყვანილი საქმე დაემთავრებინა არამედ თავისი უმოქმედობით თუ ქმედებით საერთოდ შეაფერხა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი. სახელმწიფომ ფაქტიურად დაკარგა ბოლო 4 წელი და ის უდიდესი სამუშაო რომელიც ქვეყანამ გაიღო უვიზო რეჟიმის მისაღებად. არ უნდა ხდებოდეს საჭირო დაჩქარებული წესით პრემიერ მინისტრის გამგზავრება გერმანიაში ამ საკითხის მოსაგვარებლად. ეს საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს და მის მუშაობას აკნინებს. რას აკეთებენ ამ დროს ჩვენი საელჩოები და წარმომადგენლები ევროპაში?! ეს იმის დასტურია რომ ჩვენ პრობლემები გვაქვს საგარეო მიმართულებით.“ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ლიდერი პაატა ბურჭულაძე და გიორგი რუხაძე რამდენიმე დღეში ბრუსელსა და სტრასბურგს ეწვევიან, სადაც პირადად შეხვდებიან ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს დიპლომატ კოლეგებს.

სახელმწიფომ დიპლომატიური კორპუსისა და სხვა საშუალებებით აქტიურად უნდა ითანამშრომლოს ევროპულ ორგანიზაციებთან და სახელმწიფოებთან. უნდა გატარდეს მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ბოლომდე მიიყვანს – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიატელეკომპანია “იმედის” საქმეზე საინფორმაციოს უფროსი და “ქრონიკის” პროდიუსერი დაიკითხნენ