ოთარ კახიძე: სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციასთან დიალოგი გააგრძელოს

“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მასში ხელისუფლების მიმართ კრიტიკაა ასახული, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს.

“მთავარი ნაწილი ეხება ხელისუფლებისადმი მოწოდებას, რომ პროკურატურამ არ განაგრძოს პოლიტიკური დევნა, არ იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული. ასევე, მოუწოდებს რომ გააგრძელოს დიალოგი ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე. რაც შეეხება რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხს, დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ერთი რაღაც პოზიტივი ჩაეწერათ. მეოთხე ტალღის რეფორმა, მართლაც წინგადადგმული ნაბიჯია, საკანონმდებლო დონეზე, თუმცა, ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ის მოსამართლეთა სია, რომელიც ზარზეიმით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
შემდეგი სტატიაუზენაესის მოსამართლეთა შერჩევის წესზე ომბუდსმენის სარჩელს საკონსტიტუციო განიხილავს