ორბანი – ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც პოლიტიკაში მიიჩნევა დიდ მოჭადრაკედ, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება ნამდვილად არის ჭადრაკის დიდოსტატის უნარი

ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში მიიჩნევა დიდ მოჭადრაკედ, ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ორბანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე დასწრებისთვის და წარმატებები უსურვა.

„მინდა, მივესალმო ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში პოლიტიკაში მიიჩნევა დიდ მოჭადრაკედ, ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში. ეროვნული იდენტობის და კულტურის შენარჩუნება ნამდვილად არის ჭადრაკის დიდოსტატის უნარი. ​ბატონო პრემიერო, მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და წარმატებას გისურვებთ“, – განაცხადა ორბანმა.

banner
წინა სტატიაშიორბანი – ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას
შემდეგი სტატიასამგორში რეკრეაციული სივრცე ეწყობა