ოპტიმისტურ პროგნოზშიც კი 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა უბრალოდ კატასტროფაა – სერგი კაპანაძე

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ საპროგნოზო მაჩვენებლებს სერგი კაპანაძე ეხმაურება.

როგორც ოპოზიციის წევრი აცხადებს , იმ პოლიტიკით, რასაც დღეს მთავრობა აწარმოებს, ვერავითარი ეკონომიკური ზრდა ვერ იქნება.

“ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვართ, ეს ჭაობი, ეს ეკონომიკური ვარდნა, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ამ მთავრობამ გამოასწოროს და ეს მოლოდინი გარდამტეხი ცვლილებების დააკმაყოფილოს. სავალუტო ფონდის პროგნოზებიც ამაზე მეტყველებს. ისინი როგორც ჩანს გაცილებით ოპტიმისტურია, ვიდრე რეალობაა, მაგრამ ამ ოპტიმისტურ პროგნოზშიც კი, 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა, უბრალოდ კატასტროფაა და ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ ეს მთავრობა არ შევცვალეთ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ ვერ ამოვალთ ამ ჭაობიდან,” – აღნიშნა “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშილაშა დარსალია: არ ვფიქრობ, რომ საზღვრის დელიმიტაციის პროცესი ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს დაძაბავს
შემდეგი სტატიალაშა დარსალია – დავით ხიდაშელის მიერ გადმოცემული მასალები აბსოლუტურად სანდოა