ოპოზიციამ სოხუმში ე.წ. პარლამენტის შენობის წინ კორდონის გარღვევა სცადა

დღეს, 21 დეკემბერს აფხაზეთის ოპოზიციური პოლიტიკური ძალები სოხუმში “არასანქცირებულ” მიტინგს მართავენ.

მიტინგამდე ერთი დღით ადრე, 20 დეკემბერს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა არასანქცირებულ მიტინგში და უკანონო და ანტიკონსტიტუციურ მოქმედებებში. ოზიციამ სოხუმში ე.წ. პარლამენტის შენობის წინ კორდონის გარღვევა სცადა.

აქციის მონაწილეები „მოქმედ ხელისუფლებასა“ და ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისში, რეფორმების თაობაზე საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში და ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების პროგრამის არარსებობაში ადანაშაულებენ.

აქციის მონაწილეებმა შენობებზე ჩამოკიდეს ლოზუნგები: „აფხაზეთის გაყიდვას არ დავუშვებთ“, „რა გააკეთეთ სამშობლოსთვის?“, „ხალხს თქვენი არ ჯერა, ხალხი ტყუილით დაიღალა“, „ბოდიში მოიხადე და წადი“, „მოგვეცით დენი და წყალი“. დემონსტრანტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ასლან ბჟანიას ქმედების გამო, რომელმაც მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

https://youtu.be/WhqilZSP9vI

 

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: “ვიწყებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას”
შემდეგი სტატიამზად ვარ ეროვნული თანხმობის პროცესი დავიწყო და მასში ჩემი წვლილი შევიტანო – ზურაბიშვილი რელიგიურ ლიდერებს შეხვდა