ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 285 742​ აცრაა ჩატარებული

4 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 285 742 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 3 სექტემბერს აიცრა 25 670 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 831 256 ადამიანი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 454 486.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 2 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 695 პაციენტი. გარდაიცვალა 83 ინფიცირებული.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 2 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაყვარელში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო