ყვარელში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

მეორე დღეა ყვარელში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ჩაგურგურის ხეობაში სავარაუდოდ, ტყის ქვედა საფარს უკიდია. რთული რელიეფის გამო ადგილზე სპეციალური ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება, რის გამოც ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

ხანძრის ზონაში მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი 5 ჰექტარზეა გავრცელებული.

banner
წინა სტატიაშიოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 285 742​ აცრაა ჩატარებული
შემდეგი სტატიაკორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ახალშობილების მდგომარეობა კვლავ მძიმეა