ონკოლოგიური პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობის მიზნით, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებები იგეგმება

region
ავტ.: region სექტემბერი 4, 2019 15:39

ონკოლოგიური პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობის მიზნით, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებები იგეგმება

ჯანდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, შეღავათიან ფასად მკურნალობის მიზნით, მიაღწიოს შეთანხმებას იმ სახელმწიფოებთან, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიზნით საქართველოდან ყველაზე მეტი ადამიანი მიდის, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ონკოლოგიური დაავადებების დროული აღმოჩენა და მართვის გაუმჯობესება. შესაბამისად, უწყება ეცდება დანერგოს თანამედროვე მიდგომები.

„ვინაიდან ძალიან დიდია მოქალაქეების მიგრაცია მკურნალობის მიზნით, უწყება შეეცდება ქვეყნებთან, სადაც მაღალია საქართველოს მოქალაქეთა მიგრაცია, სახელმწიფო დონეზე წარმართოს მოლაპარაკება, რათა მოხდეს პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობა იმ პერიოდამდე, ვიდრე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეძლებს მათთვის შესაბამისი სტანდარტისა და ხარისხის მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას“, – განაცხადა მინისტრმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მას მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში უსმენენ.

region
ავტ.: region სექტემბერი 4, 2019 15:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics