კახა კალაძე – გუშინ ვნახეთ რამდენად დიდი აღფრთოვანება მოჰყვა გახარიას კანდიდატურის წარდგენას

გიორგი იყო ერთ-ერთი რეიტინგული მინისტრი “ქართული ოცნების” გუნდში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს პრემიერად გიორგი გახარია კანდიდატურის წარდგენის შეფასებისას განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საზოგადოება გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დასახელებით კმაყოფილია.

„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რადგან ვიცით რამხელა გამოწვევებია, რამდენი პრობლემებია და ამ ყველაფერს სჭირდება მოგვარება. თვითონ გიორგი გახარიას კანდიდატურას რაც შეეხება, გიორგი იყო ერთ-ერთი რეიტინგული მინისტრი “ქართული ოცნების” გუნდში. შესაბამისად, თქვენ ნახეთ გუშინ საზოგადოების დამოკიდებულება, როდესაც მისი კანდიდატურა იქნა გაჟღერებული, თუ რამდენად დიდი იყო კმაყოფილება. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებასთან დაკვშირებით”,- განაცხადა კალაძემ.

ოპოზიციის შეფასებებს, რომ გიორგი გახარიას წარდგენით ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას სილა გააწნა, კალაძე არ ეთანხმება.

“პირიქით, ვნახეთ გუშინ რამდენად დიდი აღფრთოვანება მოჰყვა გახარიას კანდიდატურის წარმოდგენას. “თუმცა არის ადამიანების ჯგუფი,რომელიც ამას ეწინააღმდეგება და ეს ნორმალურია. ყველა ვერ იქნება კმაყოფილი. ყველა ვერ იქნება კმაყოფილი იმ პროექტების, რეფორმების განხორციელებისას, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს შეუძლებელია უბრალოდ”,- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიონკოლოგიური პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობის მიზნით, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებები იგეგმება
შემდეგი სტატია,,ცვლილებების წარდგენა ხდება და უცებ მზად არის სამთავრობო პროგრამაც, მიკვირს, სად ასწრებენ ამ პროგრამების შემუშავებას”