ომარ ნიშნიანიძის შეფასებით, რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით საქართველოში არც ისე კატასტროფული სიტუაციაა

დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე მიიჩნევს რომ, საქართველოში რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით კატასტროფული სიტუაცია არ არის.
როგორც ნიშნიანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია ნებისმიერ პროპაგანდას საქართველოს ხელისუფლებამ თავისი შეხედულებები დაუპირისპიროს.
,,რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას საქართველოში, არც ისე კატასტროფულ სიტუაციას ვხედავ. უფრო მგონია, რომ არანაკლებს აკეთებენ სხვა ქვეყნები. ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცედ და ამ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი შეხედულებები. თუ არის კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად სიფხიზლე გვმართებს,” – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

banner
წინა სტატიაში,,ჩემს წინააღმდეგ “ნაცმოძრაობა” და მასთან სულიერად ახლოს მდგომი ძალები მოქმედებდნენ”
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღლივი კორპუსების მშენებლობის შეჩერების ინიციატივით გამოდის