დავით ზურაბიშვილი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღლივი კორპუსების მშენებლობის შეჩერების ინიციატივით გამოდის

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღლივი კორპუსების მშენებლობის შეჩერების ინიციატივით გამოდის.

როგორც “თაიმერს” თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს, დავით ზურაბიშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღლივი კორპუსის დაგეგმილ მშენებლობაზე ისაუბრა.
დავით ზურაბიშვილის თქმით, საუბარია ყოფილი მათემატიკის გამოთვლითი ცენტრის შენობის ნაცვლად 20-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე, რასაც იმ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს.
დეპუტატის განცხადებით, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ადგილია.

“ეს არის ნამდვილი ურბანული ჯუნგლები. კორპუსებს შორის მანძილი ორ მეტრს არ აღემატება, ამასთან, ირგვლივ აღარ არსებობს მწვანე ნარგავები””,-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე კიდევ ერთი მაღლივი კორპუსის აშენება მოსახლეობისთვის მძიმე დარტყმა იქნება.
დავით ზურაბიშვილი თბილისის მერიას საკითხის დამატებით შესწავლას სთხოვს და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე მაღლივი კორპუსების მშენებლობის შეჩერების ინიცატივით გამოდის.

,,ვიმედოვნებ, რომ თბილისის მერია შეძლებს როგორც ინვესტორის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვას და გამოძებნის გამოსავალს, რომელიც არც ერთ მხარეს არ დააზარალებს”, – განაცხადა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშიომარ ნიშნიანიძის შეფასებით, რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით საქართველოში არც ისე კატასტროფული სიტუაციაა
შემდეგი სტატიაპარლამენტში ვახტანგ გომელაურს ვერ მოუსმინეს – სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა