ოლანდი: საფრანგეთი ოფშორულ სკანდალთან დაკავშირებით გამოძიებას ჩაატარებს

ფრანსუა ოლანდის ახალი ინიციატივა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა პირობა დადო, რომ გამოიძიებენ ყველა იმ შემთხვევას, რომელიც “პანამის დოკუმენტებშია” მოყვანილი და განაცხადა, რომ დოკუმენტების გასაჯაროვებამ შესაძლებელია გაიყვანონ იმ კომპანიებზე, რომლებიც გადასახადებს არ იხდიან.
“მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ინფორმაციის გამოჩენის შემდეგ ჩატარდება გამოძიება, გაიხსნება საქმეები და სასამართლო დავები წარიმართება” – განაცხადა ოლანდმა.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კანადური კომპანია Mossack Fonseca მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან კომპანიებს ფულის გათეთრებასა და გადასახადების დამალვაში ეხმარებოდა.
Mossack Fonseca-მა ბრალდება დღეს უარყო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხს ევროპარლამენტი 7 აპრილს განიხილავს
შემდეგი სტატია(+ვიდეო) მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბის განადგურების კადრები გავრცელდა