ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარულ კრიზისი – ქეთევან ციხელაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა

ქეთევან ციხელაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრების დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ქეთევან ციხელაშვილმა პარტნიორებს რუსეთის აგრესიული პოლიტიკასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარულ კრიზისის შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ერთ-ერთი მთავარი თემა გახლავთ სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც მთავრობამ შარშან გაასაჯაროვა, რომელიც ახლა არის ძალიან აქტიური იმპლემენტაციის ფაზაში. ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს სრულიად გამოხატული ინტერესი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან. ადამიანების მხრიდან, რომელთა ცხოვრების გაუმჯობესებასაც ეხება ეს ინიციატივა და ასევე გვაქვს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრა, ჰელსინკის კომისიაშიც გამართა.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს – “საია”
შემდეგი სტატიაივანიშვილთან კონსულტაციების შემდეგ, აბაშიძე დღეს კარასინს შეხვდება