ივანიშვილთან კონსულტაციების შემდეგ, აბაშიძე დღეს კარასინს შეხვდება

აბაშიძე: შევთანხმდით რუსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გადმოცემაზე

პრაღაში დღეს აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება. მანამდე კი პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ივანიშვილის შუშის სასახლეში გაიარა კონსულტაცია. აბაშიძე ამბობს, რომ ეს აუცილებელი იყო. რაც შეეხება კარასინთან შეხვედრას, მისი თქმით, საუბრის მთავარი თემა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები იქნება.

„განვიხილავთ სავაჭრო- ეკონომიკურ საკითხებს, სატრანსპორტო ურთიერთობების თემებს, გარკვეულ ჰუმანიტარულ საკითხებს. ასევე 2011 წელს გაფორმებულ ქართულ-რუსულ შეთანხმებას, საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის შესახებ.

ყველას ვხდები მე, პარტიის ლიდერია. ბატონ ბიძინასთან მე დიდი ხნის და ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად და სრულად იყოს ინფორმირებული” -განაცხადა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარულ კრიზისი – ქეთევან ციხელაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა
შემდეგი სტატიაორთაჭალაში, მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა