ოკუპანტებმა კრივი-რიჰში ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში, ნავთობის საცავი იწვის – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

“ძლიერი ხანძარია ნავთობის საცავში. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ნგრევის მასშტაბები და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება”, – წერს რეზნიჩენკო.

მანამდე კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვილკულმა სარაკეტო თავდასხმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და ხალხს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – შალვა პაპუაშვილი გაიქცა და გაექცა შეკითხვებს, რომლებიც ჩვენს მეგობრებს აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები
შემდეგი სტატიაერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა